ერაყის ქალაქ ნაჯაფში სისხლიანი შეტაკებები

ერაყის ქალაქ ნაჯაფში სისხლიანი შეტაკებები მოხდა ადგილობრივ მაცხოვრებლებსა და ესპანეთის სამხედრო ძალებს შორის.
ერაყის ქალაქ ნაჯაფში სისხლიანი შეტაკებები მოხდა ადგილობრივ მაცხოვრებლებსა და ესპანეთის სამხედრო ძალებს შორის.
სულ ცოტა 20 ადამიანი იქნა მოკლული და ასზე მეტი დაიჭრა. მოკლულთა შორის ოთხი სამხედრო მოსამსახურეა. ნაჯაფში შიიტებმა საპროტესტო დემონსტრაცია გამართეს იმის გამო, რომ რადიკალი შიიტი ლიდერის, მუყტადა ას-სადრის თანამებრძოლი მუსტაფა ალ-იაყუბი დააკავეს ძალადობისკენ მოწოდებისთვის. საპროტესტო დემონსტრაციები გაიმართა ბაღდადსა და ბასრაშიც. შიიტების აღშფოთება გამოიწვია იმანაც, რომ ამერიკის ხელმძღვანელობამ დახურა გაზეთი "ალ-ჰავზა," რომელიც აქტიურად უჭერდა მხარს მოლა ას-სადრს.