ნატოსა და რუსეთს ესაჭიროებათ ერთმანეთი

ნატოსა და რუსეთს ესაჭიროებათ ერთმანეთი, რათა წინ აღუდგნენ გარეშე მუქარას, განაცხადა დღეს მოსკოვში ჩასულმა ნატოს გენერალურმა მდივანმა იაპ დე ჰოოპ სხეფერმა.
ნატოსა და რუსეთს ესაჭიროებათ ერთმანეთი, რათა წინ აღუდგნენ გარეშე მუქარას, განაცხადა დღეს მოსკოვში ჩასულმა ნატოს გენერალურმა მდივანმა იაპ დე ჰოოპ სხეფერმა.
ხუთშაბათს იგი რუსეთის ხელმძღვანელობას შეხვდება. მოლაპარაკებების მთავარი თემაა რუსეთ-ნატოს ურთიერთობების პერსპექტივები ჩრდილოატლანტიკური კავშირის გაფართოების ფონზე. აგრეთვე ვითარება ერაყსა და კოსოვოში.