დღეს ამერიკის შეერთებული შტატების

დღეს ამერიკის შეერთებული შტატების კოალიციამ ფალუჯაში ადგილობრივ სუნიტ ლიდერებთან მოლაპარაკებების დასრულება და
დღეს ამერიკის შეერთებული შტატების კოალიციამ ფალუჯაში ადგილობრივ სუნიტ ლიდერებთან მოლაპარაკებების დასრულება და


მთელ რიგ საკითხებზე შეთანხმების მიღწევა შეძლო.
კოალიციის პრესმდივნის, დენ სენორის განცხადებით, შეთანხმება კოალიციისა და ერაყის უსაფრთხოების ძალების ერთობლივ პატრულირებას ითვალისწინებს.
კოალიციის ხელმძღვანელ პირებს, ერაყის მმართველ საბჭოსა და ფალუჯის ერაყელ ლიდერთა დელეგაციის წევრებს შორის წარმოებული მოლაპარაკებების შედეგები ოფიცილურად ერთობლივ კომუნიკეში აისახება.
ცეცხლის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების შედეგების შენარჩუნების გარდა, სენორის თქმით, მხარეთა შორის შეთანხმება ასევე ითვალისწინებს იმ პირთა ამინისტიასაც, ვინც ნებაყოფლობით ჩააბარებს იარაღს.
შეთანხმების რამდენიმე კონკრეტულ საკითხზე თავად პრეს-მდივანი დენ სენორი საუბრობს.

მხარეები მთელ რიგ საკითხებზე შეთანხმდნენ. კოალიციის ძალები ფალუჯის ჰოსპიტალში დაჭრილთა და ავადმყოფთა მოსავლელად ლსურველებს თავისუფალი შესვლის ნებას მისცემენ. ნებადართულ იქნა ასევე გარდაცვლილთა გადასვენება და დასაფლავება, საკვების, პროდუქტებისა და მედიკამენტების შეტანა ქალაქის იზოლირებულ რაიონებში."