პეკინში განხორციელებული სამდღიანი ვიზიტის შემდეგ

პეკინში განხორციელებული სამდღიანი ვიზიტის შემდეგ დღეს ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა კიმ ჩენ ირმა ჩინეთი მატარებლით
პეკინში განხორციელებული სამდღიანი ვიზიტის შემდეგ დღეს ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა კიმ ჩენ ირმა ჩინეთი მატარებლით

დატოვა და სამშობლოში გაემგზავრა.
ჩინეთში უმაღლეს დონეზე განხორციელებული მისი ვიზიტის პროგრამა მრავალ საკითხს მოიცავდა, თუმცა საკვანძო მაინც ჩრდილოეთ კორეის ატომური პროგრამა იყო.
ამერიკის შეერთებული შტატები ჩრდილოეთ კორეის ატომური ნაგებობების დემონტაჟს ითხოვს. თავის მხრივ, ფხენიანი უსაფრთხოების გარანტიებისა და კომპენსაციის პირობებს აყენებს.
ჩინეთისა და სამხრეთი კორეის საინფორმაციო საშუალებების ინფორმაციით, კიმ ჩენ ირის პეკინში ვიზიტის ფარგლებში ჩინეთის ლიდერები შეეცადნენ იგი ჩრდილოეთ კორეის ეკონომიკის ამერიკული სტანდარტების შესაბამისად გარდაქმნის უპირატესობაში დაერწმუნებინათ.