დღეს ისრაელში ქალაქ აშკელონის ციხიდან

დღეს ისრაელში ქალაქ აშკელონის ციხიდან 18 წლიანი პატიმრობის ვადის გასვლის შემდეგ გაათავისუფლეს ისრაელის ატომური
დღეს ისრაელში ქალაქ აშკელონის ციხიდან 18 წლიანი პატიმრობის ვადის გასვლის შემდეგ გაათავისუფლეს ისრაელის ატომური


პროგრამის საიდუმლო დეტალების გამცემი მორდეხაი ვანუნუ. ისრაელის ატომური პროგრამის თაობაზე ინფორმაცია ყოფილმა პატიმარმა ერთ-ერთ ბრიტანულ გაზეთში გაავრცელა. ამ ფაქტის გამო იგი მომხდარიდან გასული თითქმის 2 ათეული წლის შემდეგაც არ ნანობს. როგორც პატიმრობიდან გათავისუფლებულმა ვანუნუმ განაცხადა, ისრაელს ატომური იარაღი არ სჭირდება და დიმონის ატომური რეაქტორი საერთაშორისო ინსპექტორების ყურადღების საგანი უნდა გახდეს.

[მორდეხაი ვანუნუს ხმა] "ჩემი მოწოდება მთელი მსოფლიოსადმი ისრაელის ატომური რეაქტორის ინსპექტირებაა. გახსენით რეაქტორი. მოვუწოდებ საერთაშორისო ატომური ენერგიის სააგენტოს ხელმძღვანელ მოჰამედ ელბარადეის, ჩამოვიდეს და შეამოწმოს დიმონის რეაქტორი."

თავად ვანუნუ ისრაელიდან გადასახლებას გეგმავს, თუმცა ოფიციალური წყაროების ცნობით, მას ამის უფლებას სულ მცირე ერთი წლის განმავლობაში არ მისცემენ.