საქართველოსა და რუსეთის სასაზღვრო უწყებათა

საქართველოსა და რუსეთის სასაზღვრო უწყებათა ხელმძღვანელებმა ბადრი ბიწაძემ და ვლადიმერ პრონიჩევმა
საქართველოსა და რუსეთის სასაზღვრო უწყებათა ხელმძღვანელებმა ბადრი ბიწაძემ და ვლადიმერ პრონიჩევმა
2004-2006 წლებში თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულება გააფორმეს. ვლადიმირ პრონიჩევი თბილისს ოთხშაბათს საღამოს ეწვია. ხელშეკრულების გაფორმებას დაესწრო შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი ბარამიძე, რომელმაც მოგვიანებით გამართულ ბრიფინგზე დოკუმენტს უწოდა "მორიგი ეტაპი არა მხოლოდ ორ სტრუქტურას შორის, არამედ მთლიანად, სახელმწიფოებს შორის ურთიერთობების განმტკიცების მხრივ". ვლადიმირ პრონიჩევის თქმით კი რუსეთი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს საერთო საზღვრის უსაფრთხოების სფეროში საქართველოსთან თანამშრომლობას.