ისრაელის ვიცე-პრემიერ ეჰუდ ოლმერტის განცხადებით

ისრაელის ვიცე-პრემიერ ეჰუდ ოლმერტის განცხადებით, არ არსებობს გეგმა, რომელიც ამჟამად რაიმე საფრთხეს უქმნის პალესტინელების ლიდერ იასირ არაფატს,
ისრაელის ვიცე-პრემიერ ეჰუდ ოლმერტის განცხადებით, არ არსებობს გეგმა, რომელიც ამჟამად რაიმე საფრთხეს უქმნის პალესტინელების ლიდერ იასირ არაფატს,
მიუხედავად პრემიერ-მინიტრ არიელ შარონის მუქარისა არაფატის მისამართით. ოლმერტმა დღეს არმიის რადიოში თქვა, რომ შარონი არ აპირებს დღეს თუ ხვალ რაიმე ზომის მიღებას. მანამდე არაბულმა ლიგამ, ევროპის ქვეყნებმა, აშშ-მა, სხვა სახელმწიფოებმა გააფრთხილეს ისრაელი, არაფერი დაუშავოს არაფატს. შარონმა პარასკევს განაცხადა, რომ აღარ გრძნობს თავს ვალდებულად, შეასრულოს შეერთებული შტატებისათვის მიცემული პირობა, არაფერი დაუშავოს არაფატს. არაფატს ის ისრაელზე ექსტრემისტების თავდასხმების მხარდაჭერაში ადანაშაულებს.