ავსტრიაში დღევანდელი საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ

ავსტრიაში დღევანდელი საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ უკვე ცნობილია გამარჯვებულის ვინაობა.
ავსტრიაში დღევანდელი საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ უკვე ცნობილია გამარჯვებულის ვინაობა.
ეს არის ჰაინც ფიშერი - სოციალ დემოკრატიული პარტიის წარმომადგენელი. ფიშერის მეტოქემ - კონსერვატიული პარტიის წევრმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა ბენიტო ფერერო-ვალდნერმა საჯაროდ აღიარა დამარცხება მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა კენჭისყრის წინასწარი შედეგები. ხმების თითქმის ასივე პროცენტის დათვლის შედეგებით, ფიშერმა 53, ხოლო ფერერო-ვალდნერმა 47 პროცენტი მოიპოვა. 65 წლის ჰაინც ფიშერი პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეა. პრეზიდენტის მოვალეობა ავსტრიაში უმეტესწილად წარმომადგენლობითი ფუნქციებით შემოიფარგლება.