ორშაბათს მიხეილ სააკაშვილი თავად მიუჯდა

ორშაბათს მიხეილ სააკაშვილი თავად მიუჯდა ავტომანქანის საჭეს და აფეთქებიდან ერთი კვირის შემდეგ აღდგენილ ჩოლოქის ხიდზე
ორშაბათს მიხეილ სააკაშვილი თავად მიუჯდა ავტომანქანის საჭეს და აფეთქებიდან ერთი კვირის შემდეგ აღდგენილ ჩოლოქის ხიდზე
პირველმა გაიარა. საქართველოს პრეზიდენტი აცხადებს, რომ მომავალში აღარ იქნება გამყოფი ხაზი აჭარასა და დანარჩენ საქართველოს შორის. სააკაშვილის თანახმად, სექტემბრის ბოლომდე ჩოლოქიდან სარფამდე ახალი გზა დაიგება, რისი სახსრებიც, მისი თქმით, საქართველოს მთავრობას უკვე აქვს. ცნობილი გახდა, რომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს არჩევნები სავარაუდოდ 20 ივნისს გაიმართება. ორშაბათს ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებლად საქართველოს პრეზიდენტმა ედვარდ სურმანიძე დანიშნა.