საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ბუქარესტში

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ბუქარესტში შეხვდა რუმინეთის პრეზიდენტს იონ ილიესკუს.
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ბუქარესტში შეხვდა რუმინეთის პრეზიდენტს იონ ილიესკუს.
შეხვედრის შემდეგ ილიესკუმ განაცხადა, რომ საქართველოს საუკეთესო შანსი აქვს, მალე გაწევრიანდეს ნატოში. რუმინეთის პრეზიდენტის თქმით, საქართველო მთელს კავკასიის რეგიონში დემოკრატიის ნიმუშია, რის გამოც მას არ უნდა გაუჭირდეს ევრო-ატლანტიკური ფასეულობების გათავისება და ალიანსის წევრობის კანდიდატად ქცევა. თავის მხრივ, მიხეილ სააკაშვილმა მაღალი შეფასება მისცა რუმინეთის როლს შავი ზღვის რეგიონში და მადლობა გადაუხადა ილიესკუს იმ დახმარებისთვის, რომელსაც იგი საქართველოს ევროპის სტრუქტურებში გაწევრიანების პროცესში უწევს. სააკაშვილის ვიზიტის პროგრამაშია, აგრეთვე, შეხვედრები რუმინეთის პრემიერ-მინისტრთან ადრიან ნასტასესთან, სენატის პრეზიდენტთან, ნიკოლაე ვაკაროიუსთან და სხვა ოფიციალურ პირებთან. ხვალ საქართველოს პრეზიდენტი წაიკითხავს მოხსენებას თემაზე: "საქართველო და მისი ევროატლანტიკური მიზნები". მიხეილ სააკაშვილი მოინახულებს, აგრეთვე, ბუქარესტის ანთიმოზ ივერიელის სახელობის მონასტერს.