საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გამოეხმაურა

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გამოეხმაურა ევროსაბჭოს გენერალური მდივნის ვალტერ შვიმერის
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გამოეხმაურა ევროსაბჭოს გენერალური მდივნის ვალტერ შვიმერის
მიერ დღეს მოსკოვში ვიზიტისას გაკეთებულ განცხადებას. შვიმერმა აღნიშნა, რომ აჭარის კრიზისის დროს მისი ორგანიზაციის ერთადერთი მიზანი ადამიანის უფლებების დაცვა იყო. ეს განცხადება მოჰყვა მიხეილ სააკაშვილის მწვავე კრიტიკას შვიმერის მისამართით, რახან შვიმერმა, სააკაშვილის შეფასებით, აჭარაში ადამიანის უფლებების დარღვევის საკითხში პასიური პოზიცია დაიკავა. დღეს სააკაშვილმა აღნიშნა, რომ როცა ადამიანის უფლებები ირღვევა, ევროსაბჭომ ხმა უნდა ამოიღოს. "ევროსაბჭოს ასამბლეა ასე იქცევა და იგივეს გააკეთებს, როცა გენერალური მდივნის არჩევნები იქნებაო" დასძინა მიხეილ სააკაშვილმა. მისი თქმით "შვიმერი მიიღებს პასუხს ევროპისაგან გენერალური მდივნის არჩევნებზე".