ისრაელის ჯარებმა დღეს ცეცხლი გაუხსნეს

ისრაელის ჯარებმა დღეს ცეცხლი გაუხსნეს პალესტინელთა ბრბოს ღაზის სექტორში, რაფაჰის ლტოლვილთა ბანაკში.
ისრაელის ჯარებმა დღეს ცეცხლი გაუხსნეს პალესტინელთა ბრბოს ღაზის სექტორში, რაფაჰის ლტოლვილთა ბანაკში.
მოკლულია სულ ცოტა ათი ადამიანი, მათ შორის ბევრი ბავშვი და მოზარდი. 50-მდე ადამიანი დაიჭრა. რაფაჰში მიმდინარეობს მეომრებისა და მიწისქვეშა გვირაბებსის ძებნა, რომელთა მეშვეობით ეგვიპტიდან კონტრაბანდული იარაღი აღწევს ღაზის სექტორში. ისრაელის შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა გიდეონ მეირმა დღეს განაცხადა: [მეირის ხმა] "ვრწმუნდებით იმაში, რომ ტერორისული დაჯგუფებები მშვიდობიან მოქალაქეთა სახლებს იყენებენ, რათა იქ დაამზადონ ასაფეთქებელი მოწყობილობები, დამალონ სნაიპერები, რათა ამ სახლების ქვეშ გაიყვანონ გვირაბები, რომლებითაც ღაზაში იარაღი შეაქვთ. რაც უფრო მეტი იარაღი იქნება ღაზაში, მით უფრო ნაკლებად გვექნება პალესტინელებთან შერიგების შანსები." ისრაელის მოქმედება დაგმეს გაერომ, ევროპის კავშირმა და არაბული სახელმწიფოების ლიგამ. ირლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ბრაიან კოუენმა, რომლის ქვეყანა თავმჯდომარეობს ევროპის კავშირს, დღეს თქვა, რომ ღაზაში ისრაელის მოქმედება "ადამიანთა სიცოცხლის გულგრილი უგულებელყოფაა". შეერთებული შტატები ღაზაში შექმნილ ვითარებას საგანგაშოდ მიიჩნევს, მაგრამ აცხადებს, რომ ისრაელს უფლება აქვს, თავი დაიცვას ტერორიზმისგან. ღაზაში მიმდინარე ოპერაციის მსვლელობისას საერთო ჯამში 34 პალესტინელი დაიღუპა.