ერაყში შიიტი მეამბოხეების ჯგუფმა მოიტაცა

ერაყში შიიტი მეამბოხეების ჯგუფმა მოიტაცა ესპანეთის რადიოს ჟურნალისტი ფრან სევილია.
ერაყში შიიტი მეამბოხეების ჯგუფმა მოიტაცა ესპანეთის რადიოს ჟურნალისტი ფრან სევილია.
ჟურნალისტმა თავად დარეკა რედაქციაში და კოლეგებს შეატყობინა, რომ ტყვეობაში იმყოფება ნაჯაფში. ამ სატელეფონო ზარამდე ცოტა ხნით ადრე სევილიამ რედაქციაში გადასცა რეპორტაჟი იმის შესახებ, რომ კოალიციის წევრმა ბოლო ესპანელმა ჯარისკაცებმა დატოვეს დიუანიის სამხედრო ბაზა და სამშობლოში გაემგზავრნენ.