დღეს შეერთებული შტატების ძალებსა და

დღეს შეერთებული შტატების ძალებსა და შიიტთა სულიერი ლიდერის მუყტადა ალ სადრის წარმომადგენლებს შორის ქალაქ კარბალაში
დღეს შეერთებული შტატების ძალებსა და შიიტთა სულიერი ლიდერის მუყტადა ალ სადრის წარმომადგენლებს შორის ქალაქ კარბალაში
ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება გაფორმდა.
ალ სადრის ოფისის განცხადებით, დროებითი ზავის შესახებ წარმოებული ერთკვირიანი მოლაპარაკებების შემდეგ დღეს მეამბოხეებმა იარაღი დადეს. თუმცა ისინი მანამდე დარჩებიან ქალაქში, ვიდრე კოალიციის ძალები ერაყის წმნიდა ქალაქებს, კარბალასა და ნაჯაფს არ დატოვებენ. ამას გარდა შიიტები ითხოვენ გარანტიებსაც, რომ კოალიციის ჯარები ამ ქალაქებში აღარ დაბრუნდებიან. შეერთებული შტატების ძალებმა კარბალას ცენტრიდან, რამდენიმე დღიანი მძიმე ბრძოლების შემდეგ გუშინ მართლაც დაიხიეს უკან. თუმცა ბრიგადის გენერალმა მარკ კიმიტიმ ეს მანევრი ჯარების შიდა გადაადგილებად შეაფასა მხოლოდ. მან უარყო ინფორმაცია, თითქოს კოალიციის სამხედრო ნაწილები კარბალას ტოვებენ.
მოწმეთა განცხადებით, დღეს ქალაქში სიმშვიდეა.
კარბალასაგან განსხვავებით, ნაჯაფში ვითარება კვლავაც დაძაბული რჩება.