ისრაელის არმია განაგრძობს თავის ქმედებას

ისრაელის არმია განაგრძობს თავის ქმედებას მას მერეც, რაც რაფაჰიდან ჯარის ნაწილი გაიყვანა. ისრაელის კაბინეტის სხდომაზე
ისრაელის არმია განაგრძობს თავის ქმედებას მას მერეც, რაც რაფაჰიდან ჯარის ნაწილი გაიყვანა. ისრაელის კაბინეტის სხდომაზე
კვირას ისრაელის იუსტიციის მინისტრმა იოზეფ ლაპიდმა უჩვეულოდ მძაფრად გააკრიტიკა არმის მიერ რაფაჰში პალესტინელთა სახლების ნგრევა. გაეროს პალესტინელ ლტოლვილთა უწყების თანახმად, უსახლკაროდ დარჩა 1650 პალესტინელი ისრაელის არმიის მიერ მოწყობილი ათ დღიანი ოპერაციის შედეგად. ისრაელის პრემიერმა არიელ შარონმა კვირას პალესტინელთა ტერიტორიდან - ღაზის სექტორიდან ისრაელთა დასახლების გაყვანის მისეული გეგმის განახლებული ვარიანტი წარმოადგინა.
დღეს ღაზის სექტორში შეტაკებები ისრაელის არმიასა და პალესტინელთა მებრძოლებს შორის გრძელდებოდა, მას მერე, რაც ისრაელის არმია განაგრძობდა რაფაჰის ლტოლვილთა ბანაკში პალესტინელთა სახლების დანგრევას.