არაბმა პოლიტიკოსებმა დღეს ტუნისში გამართულ

არაბმა პოლიტიკოსებმა დღეს ტუნისში გამართულ სამიტზე შეიმუშავეს გეგმა თავიანთ
არაბმა პოლიტიკოსებმა დღეს ტუნისში გამართულ სამიტზე შეიმუშავეს გეგმა თავიანთ
ქვეყნებში რეფორმებისს გატარების შესახებ და დეკლარაცია ისრაელ-პალესტინის კონფლიქტთან დაკავშირებით. ტუნისის პრეზიდენტმა ზინ ელ აბიდინ ბენ ალიმ განაცხადა, რომ ქვეყანაში გატარდება სოციალური, ეკონომიკური, საგანმანათლებლო და პოლიტიკური რეფორმები. რეფორმების გატარების გეგმა ჯერ საბოლოოდ არ არის დამტკიცებული.არაბული ლიგის გენერალური მდივნის, ამრ მუსას თქმით, არაბეთის ლიგას სურს, რომ მსოფლიომ შეიმუშაოს საერთაშორისო პრინციპები ისრაელ-პალესტინის კონფლიქტის
შესახებ. [მუსას ხმა] "ჩვენ, არაბული საყაროს მმართველნი, განსაკუთრებით ავღნიშნავთ იმის აუცილებლობას, რომ საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ მკაცრად უნდა იყოს დაცული გაეროს ყველა რეზოლუცია და საერთაშორისო კანონმდებლობის ყველა პრინციპი, როცა საქმე ისრაელ-არაბეთის კონფლიქტს ეხება. ეს პრინციპები, გამონაკლისის გარეშე, უნდა წარმოადგენდნენ ამ კონფლიქტთან დაკავშირებული ნებისმიერი რეზოლუციის
საფუძველს, უნდა შეესაბამებოდნენ არაბეთის სამიტის გადაწყვეტილებას და გზას უხსნიდნენ მშვიდობას ახლო აღმოსავლეთში". ამავე სამიტზე არაბეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა განიხილეს ვითარება ერაყში.