უმაღლესი რანგის ამერიკელი სამხედრო პირის

უმაღლესი რანგის ამერიკელი სამხედრო პირის, გენერალ რიჩარდ მაიერსის განცხადებით, მიმდინარეობს მოლაპარაკება
უმაღლესი რანგის ამერიკელი სამხედრო პირის, გენერალ რიჩარდ მაიერსის განცხადებით, მიმდინარეობს მოლაპარაკება
იმის შესახებ, თუ რა გავლენა ჩაბარდება ერაყში ამერიკელების სამხედრო ოპერაციებზე ერაყის მთავრობას მისთვის 30 ივნისს ძალაუფლების ჩაბარების შემდეგ. გენერლის განმარტებით, საკითხი საბოლოოდ გიარკვევა შეთანხმებით ამერიკელებისა და მათი მოკავშირეების კოალიციას, გაეროსა და ერაყელებს შორის. დღესვე გავრცელებული ინფორმაციით, პოლიტიკურმა უთანხმოებამ იმის შესახებ, თუ ვინ გახდება ერაყის მომავალი პრეზიდენტი, გამოიწვია ამერიკული კოალიციის ხელმძღვანელობის, გაეროსა და ერაყის მმართველი საბჭოს დღეისათვის დანიშნული შეხვედრის ხვალისათვის გადატანა. ამასობაში, ბაღდადში აფეთქება მოხდა: აფეთქდა ავტომანქანა, დაიღუპა სულ ცოტა 2 და დაიჭრა 20-მდე ადამიანი.