საქართველოს მთავრობაში საკადრო ცვლილებები დაიწყო

საქართველოს მთავრობაში საკადრო ცვლილებები დაიწყო და ეკონომიკის ახალ მინისტრად კახა ბენდუქიძე დაინიშნა საქართველოს
საქართველოს მთავრობაში საკადრო ცვლილებები დაიწყო და ეკონომიკის ახალ მინისტრად კახა ბენდუქიძე დაინიშნა საქართველოს
მთავრობის შემადგენლობის პირველ ცვლილებებს პრემიერ-მინისტრი ზურაბ ჟვანია ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრით იწყებს და ამ პოსტზე ირაკლი რეხვიაშვილის ნაცვლად, პრეზიდენტთან შეთანხმების შემდეგ კახა ბენდუქიძეს ნიშნავს. როგორც სამშაბათს გამართულ ბრიფინგზე პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ჟვანიამ განაცხადა, კახა ბენდუქიძე არის ცნობილი ქართველი მეწარმე, რომელიც წლების განმავლობაში მოღვაწეობს რუსეთში, სათავეში ედგა ათობით საწარმოს რესტრუქტურიზაციას და საკმაოდ კარგი ავტორიტეტით სარგებლობს როგორც რუსეთში, ასევე ევროპასა და ამერიკის შეერთებულ შტატებში.
პრემიერ-მინისტრის აზრით, კახა ბენდუქიძის საქართველოს მთავრობაში შესვლა ძალიან სერიოზული წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება, რომელიც ქვეყნის ეკონომიკურ პოლიტიკას უფრო მეტ ეფექტურობას შესძენს.