ერაყის ქალაქ კუფაში შეტაკება მოხდა

ერაყის ქალაქ კუფაში შეტაკება მოხდა ამერიკის სამხედრო მოსამსახურეებსა და რადიკალი შიიტი ლიდერის, მოყტადა ალ-სადრის მომხრეებს შორის.
ერაყის ქალაქ კუფაში შეტაკება მოხდა ამერიკის სამხედრო მოსამსახურეებსა და რადიკალი შიიტი ლიდერის, მოყტადა ალ-სადრის მომხრეებს შორის.
ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, დაიღუპა ხუთი ერაყელი და 40 დაიჭრა. შეერთებული შტატების სამხედროებმა ცეცხლი გახსნეს მას მერე, რაც სამხედრო კოლონას ცეცხლი დაუშინეს. დღესვე ბაღდადის შიიტურ რაიონში, სადრ-სიტიში მომხდარი სროლის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და სამი დაიჭრა. ბაღდადში აფეთქდა დანაღმული ავტომობილი. დაიღუპა ოთხი ადამიანი და ოცამდე დაიჭრა. ფალუჯაში ნაღმსატყორცნიდან გაუხსნეს ცეცხლი ერაყის პოლიციის საგუშაგოს. დაიღუპა ადგილობრივი მაცხოვრებელი. დაიჭრა სამი ადამიანი, მათ შორის ერთი ამერიკელი სამხედრო.