ჩეჩნეთის ვედენოს რაიონში ოთხშაბათს

ჩეჩნეთის ვედენოს რაიონში ოთხშაბათს თავს დაესხნენ ადგილობრივი ადმინისტრაციის ხელმძღვანელს, ზავიდი პაშაევას.
ჩეჩნეთის ვედენოს რაიონში ოთხშაბათს თავს დაესხნენ ადგილობრივი ადმინისტრაციის ხელმძღვანელს, ზავიდი პაშაევას.
აჩხოი-მარტანის რაიონის სოფელ სამაშკიში გაიტაცეს ადგილობრივი მაცხოვრებელი. ჩეჩნეთის მილიციის მონაცემებით, იგი რუსეთის სამხედროებმა დაჭრეს ავტომატით და უცნობი მიმართულებით წაიყვანეს. გროზნოში მთავრობის სახლის წინ გაიმართა ჩეჩნეთის უგზო-უკვლოდ დაკარგული მაცხოვრებლების ნათესავთა მიტინგი. ასზე მეტი ადამიანი, ძირითადად ქალები, ხელისუფლებისგან ითხოვდნენ ინფორმაციას თავიანთი გაუჩინარებული ნათესავების შესახებ.