3 ქართველი სამხედრო მოსამსახურე დაიჭრა

3 ქართველი სამხედრო მოსამსახურე დაიჭრა ერაყში კოალიციური ძალების ბაზის დაცხრილვის შედეგად.
3 ქართველი სამხედრო მოსამსახურე დაიჭრა ერაყში კოალიციური ძალების ბაზის დაცხრილვის შედეგად.
საინფორმაციო სააგენტო "პრაიმ-ნიუსის" ცნობით, ამის შესახებ ხუთშაბათს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ირაკლი ჩიქოვანმა. მისი ინფორმაციით, იერიში ოთხშაბათს, თბილისის დროით, ნაშუადღევს განხორციელდა კოალიციური ძალების ბაზაზე, რომელზეც დისლოცირებულია საჩხერის მე-16 სამთო-მსროლელთა ბატალიონის ასეული. სამმა ქართველმა მიიღო მსუბუქი ჭრილობები. სულ ერაყში, საერთაშორისო კოალიციის ძალების შემადგენლობაში ამჟამად 159 ქართველი სამხედრო მოსამსახურეა.