საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა კახა ბენდუქიძემ

საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა კახა ბენდუქიძემ პოზიცია შეიცვალა ქვეყნის სტრატეგიული ობიექტების
საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა კახა ბენდუქიძემ პოზიცია შეიცვალა ქვეყნის სტრატეგიული ობიექტების
პრივატიზების საკითხში. მან საინფორმაციო სააგენტო "პრაიმ-ნიუსთან" ინტერვიუში განაცხადა, რომ ენგურის თაღოვანი კაშხლის სტრატეგიულ მნიშვნელობაში ის მთავრობის ეკონომიკური ბლოკის დანარჩენმა წევრებმა უკვე დაარწმუნეს. იუწყებიან აგრეთვე, რომ, როგორც პარლამენტის საბიუჯეტო-საფინანსო კომიტეტის თავმჯდომარე რომან გოცირიძე იმედოვნებს, პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი არ დაუშვებს უცხოელების მფლობელობაში ქვეყნის პოლიტიკური უსაფრთხოებისათვის საჭირო ობიექტების გადაცემას.