დღეს ნაჯაფში გააფთრებული შეტაკებები გაიმართა

დღეს ნაჯაფში გააფთრებული შეტაკებები გაიმართა ერაყის პოლიციასა და ადგილობრივი რადიკალი შიიტი ლიდერის, მოყტადა ალ-სადრის მომხრე მებრძოლებს შორის.
დღეს ნაჯაფში გააფთრებული შეტაკებები გაიმართა ერაყის პოლიციასა და ადგილობრივი რადიკალი შიიტი ლიდერის, მოყტადა ალ-სადრის მომხრე მებრძოლებს შორის.
სადრის მომხრეებმა ბრძოლისას მოკლე ხნით ჩაიგდეს ხელში და დაარბიეს პოლიციის განყოფილება. შეტაკების შედეგად სულ ცოტა 4 ადამიანი დაიღუპა და 20 დაიჭრა. შეერთებული შტატების ჯარები ბრძოლაში არ ჩარეულა. გასულ კვირაში მიღწეულ იქნა შეთანხმება, რომლის თანახმად, ალ-სადრის შეიარაღებული რაზმები გავიდნენ ნაჯაფის ძირითადი ნაწილიდან, მაგრამ ქალაქის ცენტრში შეინარჩუნეს რამდენიმე პოზიცია.