ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ხელმძღვანელი

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ხელმძღვანელი მოჰამედ ბარადეი დარწმუნებული არ არის, რომ ირანმა
ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ხელმძღვანელი მოჰამედ ბარადეი დარწმუნებული არ არის, რომ ირანმა
გაეროს ექსპერტებს ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა თავის ბირთვულ პროგრამაზე, კერძოდ, ურანის გამდიდრებაზე. [მოჰამედ ბარადეის ხმა] "ჩვენი ყურადღების ცენტრში არის საკითხი იმის შესახებ, მოგვცა თუ არა ირანმა სრული ინფორმაცია ურანის გამდიდრების თაობაზე. გვაინტერესებს ორი ასპექტი: წყარო ურანის კვალისა, რომელიც აღჭურვილობაზე ვიპოვეთ, და ირანის ხელთ არსებული, ურანის გასამდიდრებელი მოდერნიზებული ცენტრიფუგები. ამ საკითხებში რაც შეიძლება მალე უნდა გავერკვეთ - ირანის ხელისუფლების აქტიური დახმარებით." ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ხელმძღვანელობა ირანის საკითხზე განიხილავს რეზოლუციის პროექტს, რომელიც მეტად კრიტიკული ხასიათისაა. პროექტი წარმოადგინეს საფრანგეთმა, დიდმა ბრიტანეთმა და გერმანიამ.