ავღანეთის ქალაქ ყუნდუზში ბომბის აფეთქებამ

ავღანეთის ქალაქ ყუნდუზში ბომბის აფეთქებამ გერმანელი მშვიდობისმყოფელების ავტომანქანაში მყოფი 4 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.
ავღანეთის ქალაქ ყუნდუზში ბომბის აფეთქებამ გერმანელი მშვიდობისმყოფელების ავტომანქანაში მყოფი 4 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.
ოთხივე სამოქალაქო პირი იყო: ყუნდუზის პოლიციის მეთაურის განცხადებით, მძღოლი, ორი ბავშვი და ერთი ხანდაზმული მამაკაცი. დაიჭრა ერთი ადამიანი. ყუნდუზში მყოფი 250-კაციანი გერმანული სამშვიდობო კონტინგენტის ინფორმაციით, აფეთქების დროს ავტომანქანაში არც ერთი გერმანელი ჯარისკაცი არ იმყოფებოდა. ავღანეთში ყუნდუზი ქაბულის გარდა ერთადერთი ადგილია, სადაც ნატოს სარდლობაზე დაქვემდებარებული საერთაშორისო ძალების წარმომადგენლები არიან განთავსებული.