აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სამართალდამცავებმა სისხლის

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სამართალდამცავებმა სისხლის სამართლის საქმე აღძრეს
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სამართალდამცავებმა სისხლის სამართლის საქმე აღძრეს
ხელვაჩაურის რაიონის სოფელ ახალშენის მე-10 საარჩევნო უბანზე მომხდარი ხელჩართული ჩხუბის ფაქტზე. ჩხუბი მოხდა პოლიტიკური გაერთიანებების "სააკაშვილი-გამარჯვებული აჭარისა" და "ბერძენიშვილი-რესპუბლიკელების" აქტივისტებს შორის. აჭარის შინაგან საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით, პრაიმ-ნიუსის სააგენტო იუწყება, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში პოლიციამ ვერ შეძლო საზოგადოებრივი წესრიგის უზრუნველყოფა, რასაც ხელი იმანაც შეუწყო, რომ ახალშენის პოლიციის განყოფილების უფროსი არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა. როგორც ჟურნალისტებს აჭარის პროკურორმა რესან კონცელიძემ განუცხადა, "ყველა ის პირი, ვინც ხულიგნურ ქმედებებში მონაწილეობდა, გამოვლინდება და დაისჯება".