ევროკავშირმა და შეერთებულმა შტატებმა სრული

ევროკავშირმა და შეერთებულმა შტატებმა სრული მხარდაჭერა გამოუცხადეს ერაყის გარდამავალ ხელისუფლებას
ევროკავშირმა და შეერთებულმა შტატებმა სრული მხარდაჭერა გამოუცხადეს ერაყის გარდამავალ ხელისუფლებას
ეს განცხადება შეერთებული შტატების პრეზიდენტის ჯორჯ ბუშისა და ევროკავშირის ლიდერების მოლაპარაკებათა მსვლელობის დროს გაკეთდა. თავად ევროპის კავშირისა და შეერთებული შტატების სამიტი ირლანდიის დედაქალაქ დუბლინში გაიმართა. სამიტის მთავარი თემები იყო – სიტუაცია ერაყსა და ავღანეთში, ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლა, მასობრივი განადგურების იარაღის გაუვრცელებლობა და შიდსის ეპიდემიის წინააღმდეგ ბრძოლა. შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა ევროპის ქვეყნების ლიდერებთან შეხვედრისას განაცხადა, რომ ერაყის ირგვლივ მწვავე დაპირიპირება მათ შორის აღარ არსებობს. "მე ვფიქრობ, რომ ერაყის ომის ირგვლივ მწვავე აზრთა სხვაობა აღარ არსებობს. ზოგიერთ ადამიანი არ ეთანხმებოდა გაადწყვეტილებას, რომელიც მე და სხვა ლიდერებმა მივიღეთ. მაგრამ, ვფიქრობ, ჩვენ ყველანი თანახმა ვართ, რომ დემოკრატიული, მშვიდობიანი და ერთიანი ერაყი, - სასარგებლოა იქნება ყველა ჩვენგანისათვის." დუბლინში, ევროკავშირისა და შეერთებული შტატების ლიდერების მიერ გაკეთებულ ერთობლივ განცხადებაში გამოთქმულია აგრეთვე შეშფოთება იმის გამო, რომ ირანის ხელისუფლება აშკარად ცდილობს განაახლოს გამდიდრებული ურანის წარმოება. სამიტის მსვლელობისას ათასამდე პოლიციელი და სამხედრო იცავდა წესრიგს დუბლინში, სადაც დღეს ერაყში შეერთებული შტატების პოლიტიკის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციებიც გაიმართა.