სამი რუსი ჯარისკაცი დაიღუპა ჩეჩნეთში

სამი რუსი ჯარისკაცი დაიღუპა ჩეჩნეთში და ერთი არაბი მებრძოლი
სამი რუსი ჯარისკაცი დაიღუპა ჩეჩნეთში და ერთი არაბი მებრძოლი
მეზობელ ინგუშეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში. რუსეთის ინტერფაქსის საინფორმაციო სააგენტოს თანახმად, არაბი მებრძოლი რუსეთის საგანგებო რაზმების მიერ განხორციელებული რეიდის შედეგად დაიღუპა. ინგუშეთის ხელმძღვანელობა კვლავ ეძებს ორგანიზატორებსა და მონაწილეებს გასულ კვირას მომხდარი იერიშებისა, რომელთა შედეგად დაახლოებით 90 ადამიანი დაიღუპა, ძირითადად სამართალდამცავი ორგანოების წევრები.