ისრაელში საქართველოს პრეზიდენტის სააკაშვილის პირველ

ისრაელში საქართველოს პრეზიდენტის სააკაშვილის პირველ ოფიციალურ ვიზიტამდე ერთი კვირით ადრე იერუსალიმის
ისრაელში საქართველოს პრეზიდენტის სააკაშვილის პირველ ოფიციალურ ვიზიტამდე ერთი კვირით ადრე იერუსალიმის
ჯვრის მონასტერში დააზიანეს 13-ე საუკუნის ქართული ფრესკა, რომელზეც, მეცნიერების ვარაუდით, შოთა რუსთაველია გამოსახული. დღეს საქართველოს მთავრობამ თავისი შეშფოთება გამოხატა წერილში, რომელიც ისრაელის მთავრობას, იუნესკოს და საბერძნეთის მართლმადიდებელ ეკლესიას გაუგზავნა. ცნობის თანახმად, ფრესკა რამდენიმე ადგილას, მათ შორის იქ, სადაც ქართული წარწერაა, დაზიანებულია.