ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ხელმძღვანელი

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ხელმძღვანელი მოჰამედ ბარადეი დღეს იერუსალიმს
ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ხელმძღვანელი მოჰამედ ბარადეი დღეს იერუსალიმს
ესტუმრა, რათა ამ ქვეყნის ხელმძღვანელობასთან მოლაპარაკება გამართოს ახლო აღმოსავლეთში ბირთვული იარაღისგან თავისუფალი ზონის შექმნის შესახებ. [მოჰამედ ბარადეის ხმა] "აუცილებელია ახლო აღმოსავლეთში უსაფრთხოება განვამტკიცოთ. ვფიქრობ, ეს ყველას კარგად ესმის. ამავე დროს, არის საკითხები, რომლებიც მსოფლმხედველობას უკავშირდება და ამიტომ უნდა გავითვალისწინოთ როგორც ისრაელის, ისე ახლო აღმოსავლეთის სხვა ქვეყნების განსხვავებული მოსაზრებები, რისკენაც ყველას მოვუწოდებ." ექსპერტთა შეფასებით, ისრაელი ასზე მეტ ბირთვულ ქობინას ფლობს, თუმცა ამ ქვეყნის მთავრობა ბირთვული იარაღის ფლობის ფაქტს არც აღიარებს და არც უარყოფს. მოჰამედ ბარადეი ისრაელში სამ დღეს დაჰყოფს.