ერაყში ამერიკის ავიაციამ დარტყმა განახორციელა

ერაყში ამერიკის ავიაციამ დარტყმა განახორციელა ქალაქ ფალუჯაზე.
ერაყში ამერიკის ავიაციამ დარტყმა განახორციელა ქალაქ ფალუჯაზე.
იერიშის სამიზნე იყო სახლი, რომელსაც, ამერიკის სამხედროთა მონაცემებით, თავს აფარებდა ტერორისტთა ჯგუფი. ადგილობრივ მცხოვრებთა თქმით, საავიაციო იერიშის შედეგად დაიღუპა 11 ადამიანი, მათ შორის ქალები და ბავშვები. დღესვე ერაყის ჩრდილოეთში მდებარე ქალაქ თიქრითში აფეთქდა ორი დანაღმული ავტომანქანა. დაიღუპა ორი პოლიციელი, ხუთი დაიჭრა.