თბილისის საოლქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა

თბილისის საოლქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა სულხან მოლაშვილის ვექილების შუამდგომლობა
თბილისის საოლქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა სულხან მოლაშვილის ვექილების შუამდგომლობა
და კონტროლის პალატის ყოფილი თავმჯდომარე სამთვიან წინასწარ პატიმრობაში დატოვა. წინასწარი პატიმრობიდან მოლაშვილის გათავისუფლებას ვექილები იმის საფუძველზე ითხოვდნენ, რომ მისმა ოჯახმა სახელმწიფო ბიუჯეტში 135 ათასი დოლარი გადარიცხა და სახელმწიფოს გადასცა წავკისში, მისი კუთვნილი აგარაკი. ადვოკატების შუამდგომლობა არ გაიზიარა პროკურატურამაც, რომელიც საქმის სირთულის მოტივით მოლაშვილის წინასწარ პატიმრობაში დატოვების მომხრე იყო. პროკურატურის აზრით, გათავისუფლების შემთხვევაში, მოლაშვილი, შესაძლოა, გამოძიებას დამალვოდა ან ზეწოლა მოეხდინა მოწმეებზე. სასამართლომ დააკმაყოფილა ბრალდების შუამდგომლობა და სულხან მოლაშვილს წინასწარი პატიმრობის ვადა კიდევ სამი თვით, 24 ოქტომბრამდე, გაუგრძელა.