იტალიის ხელისუფლება სავსებით სერიოზულად ეკიდება

იტალიის ხელისუფლება სავსებით სერიოზულად ეკიდება ტერაქტების მუქარას
იტალიის ხელისუფლება სავსებით სერიოზულად ეკიდება ტერაქტების მუქარას
და ყოველ ღონეს ხმარობს მათს თავიდან ასაცილებლად. მუქარა გამოთქვა ერაყის ორმა ექსტრემისტულმა დაჯგუფებამ, რომლებიც ერაყიდან იტალიის ჯარის გაყვანას მოითხოვენ. იტალიის შინაგან საქმეთა მინისტრის ჯუზეპე პიზანოს თქმით, გაძლიერებულ დაცვაზე გადაიყვანეს 13500-ზე მეტი ობიექტი, მათ შორის ვატიკანი. თუმცა, მინისტრი დასძენს, რომ უსაფრთხოების ასპროცენტიანი გარანტიის მიცემა არავის შეუძლია.