ავღანეთის პრეზიდენტმა ჰამიდ კარზაიმ დღეს

ავღანეთის პრეზიდენტმა ჰამიდ კარზაიმ დღეს ოფიციალურად წამოაყენა თავისი კანდიდატურა
ავღანეთის პრეზიდენტმა ჰამიდ კარზაიმ დღეს ოფიციალურად წამოაყენა თავისი კანდიდატურა
სახელმწიფოს მეთაურის თანამდებობაზე. [ჰამიდ კარზაის ხმა] "მოხარული ვარ განვაცხადო, რომ გაერთიანებულ საარჩევნო კომოსიას ჩავაბარე ყველა დოკუმენტი, რომელიც საჭიროა ავღანეთის პრეზიდენტის პოსტის კანდიდატად რეგისტრაციისთვის." კარზაისთან ერთად ვიცე-პრეზიდენტების პოსტებზე კენჭს იყრიან აჰმად ზია მასუდი (ცნობილი სარდლის, აწ გარდაცვლილი აჰმად შაჰ მასუდის ძმა) და ქარიმ ხალილი. მოლოდინის საწინააღმდეგოდ, კარზაიმ ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატად არ დაასახელა თავდაცვის მინისტრი მოჰამედ ფაჰიმი. საპრეზიდენტო არჩევნები ავღანეთში 9 ოქტომბერს უნდა გაიმართოს.