ბოსნიელ ხორვატთა არმიის ყოფილი გენერალი

ბოსნიელ ხორვატთა არმიის ყოფილი გენერალი ტიხომირ ბლაშკიჩი,
ბოსნიელ ხორვატთა არმიის ყოფილი გენერალი ტიხომირ ბლაშკიჩი,
რომელსაც ჰააგის საერთაშორისო ტრიბუნალმა პატიმრობის ვადა 45-დან ცხრა წლამდე შეუმცირა, ვადამდე გაათავისუფლეს და იგი ხორვატიაში დაბრუნდა. გენერალს განაჩენი 2000 წელს გამოუტანეს - 90-იან წლებში, ბოსნიის ომის დროს ჩადენილი დანაშაულებისთვის. ციხეში ის 1996 წლიდან იჯდა. გასულ კვირაში ბლაშკიჩს 20 ბრალდებიდან 17 მოუხსნეს. აი, რა უთხრა ზაგრებში შეკრებილ ჟურნალისტებს გენერლის ვექილმა ანტე ნობილომ: ვექილის ხმა: "რვა წლის წინათ, ტელეკამერების წინ დავდე პირობა, რომ ტიხომირ ბლაშკიჩს შინ, ზაგრებში დავაბრუნებდი. უზომოდ ბედნიერი ვარ, რომ პირობის შესრულება შევძელი და ის თავის ოჯახს დაუბრუნდა."