რუსეთი აფხაზეთის რკინიგზის ფსოუ-სოხუმის მონაკვეთის

რუსეთი აფხაზეთის რკინიგზის ფსოუ-სოხუმის მონაკვეთის აღდგენას აფინანსებს.
რუსეთი აფხაზეთის რკინიგზის ფსოუ-სოხუმის მონაკვეთის აღდგენას აფინანსებს.
როგორც "პრაიმ-ნიუსი" საინფორმაციო სააგენტო “აფსნი-პრესზე” დაყრდნობით იუწყება, დაფინანსება ხდება თვითგამოცხადებული რესპუბლიკის მთავრობასა და ჩრდილოეთი კავკასიის რკინიგზის ხელმძღვანელობას შორის მიღწეული შეთანხმების საფუძველზე. სარემონტო-აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს ფსოუ- გაგრა-ბზიფის მონაკვეთზე. ამ რამდენიმე დღის წინათ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ჟვანიამ სომხეთის მთავრობის თავმჯდომარესთან, ანდრანიკ მარქარიანთან შეხვედრისას განაცხადა, რომ აფხაზეთის რკინიგზის მონაკვეთზე მოძრაობის განახლება დაკავშირებულია დევნილთა აფხაზეთში დაბრუნების პროცესის დაწყებასა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენასთან.