სულ ცოტა სამი პალესტინელი დაიღუპა

სულ ცოტა სამი პალესტინელი დაიღუპა და 15 დაიჭრა ღაზის სექტორის სამხრეთში მომხდარი აფეთქების შედეგად.
სულ ცოტა სამი პალესტინელი დაიღუპა და 15 დაიჭრა ღაზის სექტორის სამხრეთში მომხდარი აფეთქების შედეგად.
ისრაელის არმიის მონაცემებით, ამოქმედდა ასაფეთქებელი მოწყობილობა, რომლის გამოყენებასაც ცდილობდნენ მეამბოხეები რაფაჰში ისრაელის სამხედრო მოსამსახურეთა ასაფეთქებლად. თვითმხილველი პალესტინელების თქმით, აფეთქდა ისრაელის ტანკის მიერ გასროლილი ჭურვი. წუხელ რაფაჰში შეტაკება მოხდა პალესტინელებსა და ისრაელის ჯარისკაცებს შორის, რომლებიც ანტიტერორისტულ ოპერაციას ატარებენ.