საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის მხარეს საპროტესტო ნოტა გადასცა.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის მხარეს საპროტესტო ნოტა გადასცა.
როგორც პრაიმ-ნიუსს საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, პროტესტის მიზეზი აფხაზეთში საქართველო-ვესიოლოე-სოხუმის სარკინიგზო ხაზის მონაკვეთების აღდგენითი სამუშაოებისა და კომერციული საზღვაო-ტურისტული რეისების განხორციელებაა. მსგავსი ქმედებებით რუსეთის მხარე უხეშად არღვევს მიღწეულ შეთანხმებებს და საერთაშორისო სამართლის პრინციპებს, რაც ხელს უშლის სუვერენულ სახელმწიფოებს შორის ურთიერთობების გაჯანსაღებას, - ნათქვამია რუსი კოლეგებისათვის გაგზავნილ საპროტესტო ნოტაში.