აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა დონალდ რამსფელდმა

აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა დონალდ რამსფელდმა, რომელიც დღეს ქაბულს ესტუმრა,
აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა დონალდ რამსფელდმა, რომელიც დღეს ქაბულს ესტუმრა,
ქებით მოიხსენია ავღანეთში მიმდინარე საარჩევნო სამზადისი. რამსფელდი შეხვდა საარჩევნო კომისიის წევრებს, რომელთა შორის, ავღანელებთან ერთად, ამერიკელებიც არიან. მინისტრმა კმაყოფილებით აღნიშნა, რომ 9 ოქტომბრისთვის დანიშნული არჩევნებისთვის რეგისტრაცია უკვე ცხრა მილიონზე მეტმა ადამიანმა გაიარა.