წარმატებით დაიწყო საქართველოს სპორტული დელეგაციისთვის

წარმატებით დაიწყო საქართველოს სპორტული დელეგაციისთვის ზაფხულის 28-ე ოლიმპიადა ათენში.
წარმატებით დაიწყო საქართველოს სპორტული დელეგაციისთვის ზაფხულის 28-ე ოლიმპიადა ათენში.
ოლიმპიური ასპარეზობის პირველივე დღეს ვერცხლის მედალი მოიპოვა 29 წლის ძიუდოისტმა ნესტორ ხერგიანმა. 60 კილოგრამამდე წონითი კატეგორიის ფინალურ შეხვედრაში ქართველი სპორტსმენი დაძაბულ ბრძოლაში დამარცხდა სახელგანთქმულ იაპონელთან ტადაჰირო ნომურასთან, რომელმაც მესამედ მოიპოვა ოლიმპიური ჩემპიონის წოდება.