კვირას რომის პაპმა იოანე პავლე

კვირას რომის პაპმა იოანე პავლე მეორემ ღია ცის ქვეშ მესა აღასრულა
კვირას რომის პაპმა იოანე პავლე მეორემ ღია ცის ქვეშ მესა აღასრულა
საფრანგეთის ქალაქ ლურდში, სადაც რამდენიმე ათასმა პილიგრიმმა მოიყარა თავი. ლურდი ეს ის ადგილია, სადაც გადმოცემის თანახმად, წმინდა ბერნადეტს 1858 წელს ქალწული მარიამი გამოეცხადა. ბევრი მორწმუნე და თავად რომის პაპი მესის დროს ინვალიდის ეტლში იმყოფებოდნენ. ითვლება, რომ პილიგრიმობა ლურდში მძიმედ დაავადებულთა განკურნებას უწყობს ხელს.