პანკისის ხეობაში დასრულდა ჩეჩენი ლტოლვილების

პანკისის ხეობაში დასრულდა ჩეჩენი ლტოლვილების რეგისტრაცია.
პანკისის ხეობაში დასრულდა ჩეჩენი ლტოლვილების რეგისტრაცია.
სულ პროცედურა 3172-მა პირმა გაიარა. 472 ჩეჩენი ლტოლვილი რეგისტრაციის გასავლელად არ გამოცხადდა. ასეთია საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს ინფორმაცია. თბილისში მცხოვრები ჩეჩენი ლტოლვილები რეგისტრაციას 1-დან 26 სექტემბრამდე გაივლიან. მათი რეგისტრაცია საქართველოში ყოველწლიურად ტარდება. ჩეჩენ ლტოლვილთა რიცხვი საქართველოში ყოველწლიურად მცირდება. გასულ წელს 3856 ჩეჩენი ლტოლვილი აღირიცხა. 2000 წელს ისინი საქართველოში 8000 კაცს შეადგენდა.