პალესტინელმა გასამხედროებულმა დაჯგუფებამ ისრაელთან თანამშრომლობაში

პალესტინელმა გასამხედროებულმა დაჯგუფებამ ისრაელთან თანამშრომლობაში ეჭვმიტანილი ადამიანი
პალესტინელმა გასამხედროებულმა დაჯგუფებამ ისრაელთან თანამშრომლობაში ეჭვმიტანილი ადამიანი
სადისტურად მოკლა. ბოევიკებმა 27 წლის ჰასან აბუ საფია ქალაქ რამალაჰში შეიპყრეს და ავტომატის ჯერით სულ მთლად დაცხრილეს. ამ სასტიკი ანგარიშსწორების გამო პასუხისმგებლობა ალ აყსას წამებულთა ბრიგადამ იკისრა, რომლის წარმომადგენლები ამტკიცებენ, რომ აბუ საფიამ აღიარა, რომ ეხმარებოდა ისრაელს ძებნილი პალესტინელი მეამბოხეების მოძებნაში. ამავე მიზეზით ალ აყსას წამებულთა ბრიგადამ ოთხი წლის განმავლობაში უამრავი ეჭვმიტანილი გამოასალამა სიცოცხლეს.