მოწინავე ქურთი აქტივისტები მეამბოხეებს

მოწინავე ქურთი აქტივისტები მეამბოხეებს ბრძოლის სასწრაფოდ შეწყვეტისკენ მოუწოდებენ.
მოწინავე ქურთი აქტივისტები მეამბოხეებს ბრძოლის სასწრაფოდ შეწყვეტისკენ მოუწოდებენ.
თურქეთის, ძირითადად ქურთებით დასახლებულ, სამხრეთ-აღმოსავლეთ რეგიონში დაძაბულობა 1 ივნისს, ანუ მას შემდეგ დაიწყო, რაც ქურთმა მეამბოხეებმა ცეცხლის შეწყვეტის 5-წლიანი შეთანხმება დაარღვიეს. ხელისუფალთა განცხადებით, შეტაკებების შედეგად, ორშაბათს და სამშაბათს, 11 მეამბოხე და 2 სამხედრო დაიღუპა.

ანკარაში დღეს აქტივისტი ლეილა ზანა აცხადებდა, რომ ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენებმა შესაძლოა ზიანი მიაყენოს თურქეთის ევროკავშირში გაერთიანების იდეასა და იმედებს. ზანა და მისი მომხრეები ციხიდან ივნისში გაათავისუფლეს. ისინი საპყრობილეში ქურთ მეამბოხეებთან კავშირის ბრალდებით მოხვდნენ.