ჩეჩენი მეამბოხეები 20 მილონ დოლარს

ჩეჩენი მეამბოხეები 20 მილონ დოლარს ჰპირდებიან მას, ვინც მათ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის ხელში ჩაგდებაში დაეხმარება
ჩეჩენი მეამბოხეები 20 მილონ დოლარს ჰპირდებიან მას, ვინც მათ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის ხელში ჩაგდებაში დაეხმარება
ჩეჩენი მეამბოხეები 20 მილიონ დოლარს ჰპირდებიან მას, ვინც მათ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის ხელში ჩაგდებაში დაეხმარება. ინტერნეტით გავრცელებულ მათ განცხადებაში პუტინი “სამხედრო დამნაშავედ” არის მოხსენიებული. ეს ჩეჩნების მხრიდან ერთგვარი საპასუხო შემოთავაზებაა. საქმე ის არის, რომ რუსეთის მთავრობამ, გუშინ 10 მილიონი დოლარი დააწესა ინფორმაციისთვის, რომელიც მას ჩეჩნი ლიდერერების – ასლან მასხადოვისა და შამილ ბასაევის კვალზე გაიყვანს. მასხადოვი უარყოფს ბრალდებას, ბესლანის ტრაგედიაში მონაწილეობის შესახებ. ბასაევს ამ საკითხზე ჯერ კომენტარი არ გაუკეთებია. თუმცა ექსპერტები ფიქრობენ, რომ ბესლანის ისტორია მის ხელწერას ჰგავს.