საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი სალომე

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი სალომე ზურაბიშვილი გაკვირვებულია რუსი კოლეგის სერგეი ლავროვის განცხადების გამო
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი სალომე ზურაბიშვილი გაკვირვებულია რუსი კოლეგის სერგეი ლავროვის განცხადების გამო
საქმე ის არის, რომ ლავროვი არ გამორიცხავს ჩრდილოეთ ოსეთის ქალაქ ბესლანში დატრიალებულ ტრაგედიასა და სამხრეთ ოსეთში ვითარების გამწვავებას შორის კავშირს. თავად ზურაბიშვილი ამ ორ საკითხს შორის მხოლოდ ერთადერთ კავშირს ხედავს და ეს არის ის, რაზეც საქართველოს ხელისუფლება ყოველთვის საუბრობდა – როდესაც საზღვრები და საერთოდ, მთელი რეგიონი კონტროლის გარეშეა დარჩენილი, ყველაფერი შეიძლება მოხდეს. მინისტრის აზრით, “პრობლემა არის ის, როდესაც სამხრეთ ოსეთში რუსი კაზაკები შეჰყავთ ანდა როდესაც ჩეჩნები აცხადებენ, რომ, ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლების მხარდასაჭერად, იქ შეიარაღებულ ფორმირებებს შეიყვანენ ”. ზურაბიშვილი დარწმუნებულია, რომ რუსეთმა ამ საკითხში თავისი პასუხისმგებლობა უნდა ეძებოს და თუკი სამხრეთ ოსეთში რაიმე კვალი შეინიშნება, ის ქართული ნამდვილად არ არის.