ევროპის კავშირის წევრი ქვეყნების საგარეო

ევროპის კავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა სერიოზული შეშფოთება გამოთქვეს
ევროპის კავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა სერიოზული შეშფოთება გამოთქვეს
იმის გამო, რომ ბელორუსიაში დაგეგმილია რეფერენდუმის მოწყობა, რომელიც საშუალებას მისცემდა პრეზიდენტ ლუკაშენკოს, მესამე ვადით იყაროს კენჭი ამ თანამდებობაზე. მინისტრების ერთობლივ განცხადებაში ნათქვამია, რომ არსებობს საფუძველი ვივარაუდოთ: რეფერენდუმი თავისუფალი და დემოკრატიული არ იქნება. რეფერენდუმი დანიშნულია 17 ოქტომბრისთვის. ამავე დღეს მოეწყობა საპარლამენტო არჩევნები. პრეზიდენტის პოსტზე ლუკაშენკოს ყოფნის მეორე ვადა 2006 წელს იწურება. მესამე ვადას ბელორუსიის კონსტიტუცია არ ითვალისწინებს.