თვითგამოცხადებული სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტი ედუარდ

თვითგამოცხადებული სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტი ედუარდ კოკოითი გამოთქვამს მზადყოფნას უახლოეს მომავალში, სოჭში შეხვდეს საქართველოს პრემიერ-მინისტრს ზურაბ ჟვანიას.
თვითგამოცხადებული სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტი ედუარდ კოკოითი გამოთქვამს მზადყოფნას უახლოეს მომავალში, სოჭში შეხვდეს საქართველოს პრემიერ-მინისტრს ზურაბ ჟვანიას.

ამის შესახებ განცხადება კოკოითიმ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში, ჟურნალისტებთან შეხვედრისას გააკეთა. მისი თქმით, ცეცხლის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების მკაცრი დაცვა დამატებით გარანტიებს საჭიროებს და განხილვის ერთ-ერთი სავარაუდო თემა სწორედ ეს უნდა იყოს. პრაიმ-ნიუსის ცნობით, ჟვანიასთან სამომავლო შეხვედრის დროს განსახილველ თემებს შორის კოკოითი ასევე მოიხსენიებს: გადაწყვეტილებას კონფლიქტის ზონიდან ყველა შეიარაღებული ფორმირების გამოყვანის შესახებ; კრიზისული სიტუაციის განმუხტვის შესაძლო ღონისძიებებსა და კონფლიქტის ზონაში ვითარების სტაბილიზაციას. კოკოითის თქმით, ობიექტური მუშაობის გარანტიის შემთხვევაში, ის ეუთოს დამკვირვებელთა რაოდენობის გაზრდას არ ეწინააღმდეგება. თუმცა ის, მონიტორინგის ზონის გაფართოებას დაუშვებლად მიიჩნევს.