გერმანიის ქალაქ მიუნხენის მერმა -

გერმანიის ქალაქ მიუნხენის მერმა - ხრისტიან უდემ გახსნილად გამოაცხადა მსოფლიოში ყველაზე მასშტაბური ლუდის ფესტივალი
გერმანიის ქალაქ მიუნხენის მერმა - ხრისტიან უდემ გახსნილად გამოაცხადა მსოფლიოში ყველაზე მასშტაბური ლუდის ფესტივალი
“ოქტობერფესტის” სახელით ცნობილი ლუდის ზეიმი ბავარიის ქალაქში 1810-ი წლიდან ყოველ წელიწადს ტარდება და მიუნხენის ცხოვრების განუყოფელ ნაწილად მიიჩნევა. ამ ხნის განმავლობაში, ომებისა და ქოლერის ეპიდემიის გამო, “ოქტობერფესტი” ბავარიაში მხოლოდ 24-ჯერ ჩაიშალა. ლუდის 171-ე ფესტივალი მიუნხენში 3 ოქტომბრამდე გასტანს და დროის ამ მონაკვეთში რამდენიმე მილიონი ადამიანი მიირთმევს ლუდს სპეციალურად ზეიმისთვის დათმობილ 31 ჰექტარ ტერიტორიაზე.