გენერალური ასამბლეის 59-ე სესიაზე გამოსვლისას

გენერალური ასამბლეის 59-ე სესიაზე გამოსვლისას გაეროს გენერალურმა მდივანმა კოფი ანანმა მსოფლიოში უზენაესი სამართლის შევიწროვებას გაუსვა ხაზი
გენერალური ასამბლეის 59-ე სესიაზე გამოსვლისას გაეროს გენერალურმა მდივანმა კოფი ანანმა მსოფლიოში უზენაესი სამართლის შევიწროვებას გაუსვა ხაზი
{კოფი ანანის ხმა} “ამჟამად სამართლის უზენაესობა მსოფლიოში საფრთხის წინაშე დგას. ჩვენ ისევ და ისევ მოწმე ვხდებით სამართლის უსირცხვილოდ იგნორირებისა. იმ სამართლისა, რომელმაც უნდა დაიცვას უმანკო სიცოცხლე, მშვიდობიანი მოქალაქე, უმწეო ადამიანი და განსაკუთრებით - ბავშვები”. კოფი ანანის აზრით, ამ მხრივ ყველაზე სავალალოდ საქმე: სუდანში, ისრაელსა და ერაყშია. ის ბესლანის სკოლის შენობაში მომხდარ ტრაგედიასაც შეეხო და ყველაფერ ამას “არაადამიანური ჟლეტა” უწოდა. გაეროს გენერალური მდივანი მიიჩნევს, რომ ტერორიზმთან ბრძოლის პარალელურად, საჭიროა უდანაშაულო ადამიანების სიცოცხლის გაფრთხილება.